"ბიქეი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის მიზანი:
კომპანიისა და მისი პროექტების ბრენდის განვითარება, ერთიანი საკომუნიკაციო სტილის დაცვა და ბრენდული კამპანიების ეფექტიანი მართვა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ბრენდის სტრატეგიის, პოზიციონირებისა და ტონალობის მართვა;
** წლიური და კვარტალური საკომუნიკაციო გეგმების მომზადება;
** ახალი პროექტებისა და კამპანიების საკომუნიკაციო კონცეფციების შექმნა;
** სოციალური მედიის კონტენტგეგმის, ტექსტებისა და მთავარი გზავნილების შემუშავება;
** PR მიმართულების მართვა — პრესრელიზები, ინტერვიუები და მედიასთან ურთიერთობა;
** დიზაინერების, სააგენტოებისა და სხვა კონტრაქტორების ბრიფინგი და კოორდინაცია;
** გაყიდვების მხარდამჭერი მასალების მომზადება;
** ყველა არხში ბრენდის ვიზუალური და ტექსტობრივი სტანდარტების კონტროლი;
** ღონისძიებების საკომუნიკაციო მხარდაჭერა;
** კამპანიებისა და კომუნიკაციის შედეგების მონიტორინგი.
ძირითადი KPI-ები:
** საკომუნიკაციო და კონტენტგეგმების შესრულება;
** კამპანიების დროული და ხარისხიანი გაშვება;
** ბრენდის ერთიანი სტანდარტის დაცვა;
** ბრენდის ცნობადობის, Reach-ისა და Engagement-ის ზრდა;
** მედია გაშუქების რაოდენობა და ხარისხი;
** გაყიდვების მხარდამჭერი მასალების დროული მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ბრენდის, კომუნიკაციების, PR-ის ან კონტენტმარკეტინგის მიმართულებით;
** გამართული ქართული და ინგლისური;
** ძლიერი ტექსტობრივი და პრეზენტაციის უნარები;
** სააგენტოებთან და შემოქმედებით გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
** რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|