ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ბკ ჰოლდინგ
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"ბიქეი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

პოზიციის მიზანი:

ციფრული მარკეტინგის მიმართულების მართვა, სააგენტოს კოორდინაცია, შედეგების ანალიზი და კომპანიის ციფრული პლატფორმების განვითარება.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სარეკლამო სააგენტოს მართვა, ბრიფინგი და კამპანიების კონტროლი;
** ციფრული კამპანიების შედეგების ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი;
** მარკეტინგული ბიუჯეტის, ლიდების, კონვერსიის, CPL-ის, Cost per Sale-ისა და ROAS-ის მონიტორინგი;
** გაყიდვების გუნდთან ლიდების ხარისხისა და შედეგების კოორდინაცია;
** ვებსაიტისა და აპლიკაციის ტექნიკურ გუნდებთან კომუნიკაცია;
** ვებსაიტსა და აპლიკაციაში განახლებების, ხარვეზებისა და ახალი ფუნქციონალის მართვა;
** ციფრული მომხმარებლის გამოცდილებისა და კონვერსიის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** სოციალური მედიისა და სხვა ციფრული არხებისთვის კონტენტის დაგეგმვა;
** ციფრული კამპანიებისთვის საჭირო ვიზუალური და ტექსტობრივი მასალების კოორდინაცია;
** CRM-ში მარკეტინგული წყაროებისა და ლიდების სწორად ასახვის კონტროლი.

ძირითადი KPI-ები:

** სააგენტოსა და კამპანიების ეფექტიანი მართვა;
** ლიდების რაოდენობა, ხარისხი და გაყიდვებში კონვერსია;
** CPL, Cost per Sale, ROAS და Marketing-Attributed Revenue;
** რეპორტინგის სიზუსტე და დროულობა;
** ვებსაიტისა და აპლიკაციის ტექნიკური საკითხების დროული შესრულება;
** ციფრული კონტენტგეგმის შესრულება;
** ვებსაიტის ტრაფიკისა და კონვერსიის ზრდა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნეს სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე