ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სამკაულების ბრენდი ეშვი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
საიუველირო ბრენდი "ეშვი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი
** პროდუქციის მიღება, განთავსება და მარაგების კონტროლში მონაწილეობა
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
** პროდუქციის სწორად და ბრენდის სტანდარტების შესაბამისად განთავსება
** მომხმარებლისთვის მიმდინარე შეთავაზებების, აქციებისა და ლოიალობის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** სამუშაო გარემოს მოწესრიგება და ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს სფეროსა და პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებული

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: არასრული
** კვირაში 5 სამუშაო დღე
** 2 ცვლა: 10:00-16:00, 16:00-22:00
** დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიური გუნდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: info@eshvi.co.uk
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე