Робота для біженців з України
მენეჯერი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო მწვანე ცხვარი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
Green Sheep Hotel - ბუტიკ-სასტუმრო ყაზბეგში - ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობას და იზრუნებს მის განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
** OTA პლატფორმების (Booking.com, Expedia და სხვ.) მართვა;
** შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობა და თანამშრომლობის განვითარება;
** ჯავშნების მართვა და სტუმრებთან კომუნიკაცია;
** თანამშრომლების კოორდინაცია და მომსახურების ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** OTA პლატფორმების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო ფორმატი: ადგილზე, სასტუმროში;
** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV:
greensheepkazbegi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე