"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას Chef de Partie-ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის პროცესის კონტროლი;
** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
** კულინარიული ნაწარმის მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** თითოეული კერძის ხარისხის, ულუფის მოცულობისა და ტემპერატურის კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა გუნდთან თანამშრომლობით;
** ახალი თანამშრომლებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და მათი გადამზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** ანაზღაურება: 1800 ლარი;
** სამუშაო განაკვეთი: 2/2 (დღის და ღამის ცვლები);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებით უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com
ასევე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|