Робота для біженців з України
თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თანაშემწე
მომწოდებელი: Logical Systems Company
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
დამსაქმებლის შესახებ: კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დაშვების კონტროლის, პლასტიკური ბარათების, რიგის მართვის და პარკირების სისტემების წარმოება და დანერგვა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 2
Facebook: https://www.facebook.com/LogicalSystemsCompany

ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ყურადღებიან ადამიანს თანაშემწის პოზიციაზე, რომელიც დაგვეხმარება ყოველდღიურ საორგანიზაციო სამუშაოებში, ასევე მომწოდებლებთან და დამკვეთებთან კომუნიკაციაში.

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტებისა და სამუშაო ინფორმაციის მოწესრიგება;
** შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;
** მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ხელმძღვანელის დახმარება მიმდინარე საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში;
** არსებული ნაშთებისა და მონაცემების გადამოწმება და განახლება;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის, მასალებისა და ტექნიკური ინფორმაციის მოძიება;
** მომწოდებლებთან და დამკვეთებთან კომუნიკაცია;
** სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე.

სასურველი უნარები:

** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და დამუშავების უნარი;
** AI ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სწავლის სურვილი და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულების მზადყოფნა.

პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, ვისაც მოსწონს ორგანიზებული სამუშაო გარემო, ტექნიკა და ელექტრონიკა და სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი. ასევე შესაძლებელია შეთანხმება არასრულ სამუშაო გრაფიკზე.
ანაზღაურება: 900-1400 ლარი, სამუშაო გრაფიკისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: HR@LSC.GE
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე