Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: შარავანდი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების მენეჯერის დავალებების შესრულება და პროცესების კოორდინაცია;
** პოტენციური მომწოდებლების მოძიება და ბაზრის კვლევა;
** ფასების შეთავაზებების მიღება და ერთმანეთთან შედარება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი,);
** შეკვეთილი საქონლის/მომსახურების მიწოდების ვადების კონტროლი;
** საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტრანსპორტირების დაგეგმვა;
** შეკვეთების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა.

პირობები:

** ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია ხელფასი 1 300 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 1 600 ლარის ოდენობით, შემდგომი ზრდის პერსპექტივით.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 05 სამუშაო დღე - 09:00 - 18:00 (შესვენება 1 სთ).
** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108.

ბენეფიტები:

** Fitpass (ფიტპასი);
** კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს შესვენების პერიოდში ყველა თანამშრომლის კვებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე