ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
რკინის ნაკეთ. და კონსტრუქციების წარმ. და მონტაჟის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რკინის ნაკეთ. და კონსტრუქციების წარმ. და მონტაჟის მენეჯერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია "AWARD" ეძებს მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიაში რკინასთან დაკავშირებულ ყველა საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოს — დაგეგმვიდან საბოლოო ჩაბარებამდე.

პოზიცია მოიცავს ნებისმიერი ტიპის რკინის ნაკეთობისა და კონსტრუქციის წარმოებისა და მონტაჟის მართვას, მათ შორის: ღობეების, ჭიშკრების, მოაჯირების, კიბეების, გადახურვების, ცხაურების, მზიდი კონსტრუქციებისა და სხვა საპროექტო თუ ინდივიდუალური ნაკეთობების.

პოზიციის დასახელება: რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი
მუდმივი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა (კომპანიის ბაზა), სამუშაო არეალი თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ანაზღაურება: 3500 ლარი ხელზე + დანამატები
დამატებითი პირობა: კომპანია გადასცემს ავტომანქანას სამუშაო საჭიროებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებისა და ობიექტებზე მონტაჟის სრული პროცესის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
** ხელოსნებისა და სამონტაჟო ბრიგადების მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** ნახაზების შესწავლა, ადგილზე აზომვების ორგანიზება და საჭირო მასალების განსაზღვრა;
** ჭრის, შედუღების, აწყობის, დამუშავების, შეღებვისა და მონტაჟის ხარისხის კონტროლი;
** მასალების მომარაგებისა და მზა ნაკეთობების ტრანსპორტირების კოორდინაცია;
** სამუშაოების ვადების, ხარჯებისა და უსაფრთხოების კონტროლი;
** პროექტის მენეჯერებთან კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ჩაბარება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რკინის ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟის პრაქტიკული ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
** გუნდის მართვისა და სამუშაოების დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რკინის წარმოებისა და მონტაჟის მენეჯერი", დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/11/2026.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე