Робота для біженців з України
ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით
მომწოდებელი: RS Line
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით - თბილისი

შპს "RS LINE" 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** ATM და საბანკო მოწყობილობების (ფულის სათვლელი, მასორტირებელი) ინსტალაცია, კონფიგურაცია და სერვისი სხვადასხვა ადგილას;
** მოწყობილობის სწორად დაკავშირება ქსელებთან;
** აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობისა და ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილების შემოწმება);
** რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება;
** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება;
** ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების მოსაგვარებლად;
** სერვისის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და შეკეთების შეთანხმებულ დროში ჩატარება;
** უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან თანამშრომლობა;
** სისტემებზე პროგრამული განახლებების განხორციელება;
** სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაში, მათ შორის, შეკეთების ისტორიისა და ჩანაცვლებული ნაწილების აღრიცხვა და სისტემების სტატუსების განახლება;
** სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილებისა და ინვენტარის პერიოდული აღრიცხვა.

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა; უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
** აპარატურული საფუძვლების ცოდნა;
** ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** ტექნიკური ან IT მიმართულებით განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500-2300 ლარი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატელეფონო მომსახურებას (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.

ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ. მისამართებზე: hr@rsline.ge, rsline.hr2@gmail.com

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე