ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ERC Distribution Georgia
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://erc-distribution.ge/

შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული კლიენტების ბაზასთან აქტიური მუშაობა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა — კომპანიების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მიმართულებით;
** კომპანიის პროდუქციის შეთავაზება, კომერციული პირობების შეთანხმება და გაყიდვების განხორციელება;
** კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და მათი შესრულების პროცესის კონტროლი;
** ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება IT და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით;
** ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების უნარი;
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის კარგი უნარები;
** მიზანდასახულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე);
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან პროდუქციასთან და ბიზნესპარტნიორებთან მუშაობას;
** თანამშრომლობაზე და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

გრაფიკი: 09.00-18.00 ერთი საათი შესვენებით;
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები.
მის. ქ.თბილისი. გ.კვიჭიძის ქ.#13ა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე