Робота для біженців з України
დიასახლისი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Newport Hotel Kutaisi
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"Newport Hotel Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №1

მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების დასუფთავება
** ნომრებში სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა
** თეთრეულის, პირსახოცებისა და სხვა საჭირო ინვენტარის მოწესრიგება
** ნომრებში საჭირო ნივთების დროულად განთავსება
** დასუფთავების ინვენტარისა და საშუალებების სწორად გამოყენება
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება
** სასტუმროს შიდა სტანდარტებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და დეტალებისადმი ყურადღება
** მოწესრიგებულობა და შრომისმოყვარეობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროფესიულ გუნდს
** განვითარების შესაძლებლობას
** ერთჯერად კვებას სამუშაო დღის განმავლობაში

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 09:00-17:00
ანაზღაურება: 900 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

** +995 551 23 20 26
** contact@newporthotelkutaisi.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე