Робота для біженців з України
დაფასოების ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაფასოების ოპერატორი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი.

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება — სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

კომპანია "ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას დაფასოების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.

პოზიციის აღწერა: დამზადებული პროდუქციის დაფასოება შესაფუთ მასალაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას.

პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00-მდე
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: 800-დან 1000 ლარამდე

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 90 45 85

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს: https://www.facebook.com/extrameat.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე