Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Nature Group
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
ფარმაცევტული კომპანია "Nature Group" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:30-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებსა და აფთიაქებში.
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა-რეპორტინგი.
** საპრომოციო აქტივობებისა და ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება და დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი).
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი.
** ორგანიზებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა.

საგამოცდო პერიოდი: 3-6 თვე.

საწყისი ანაზღაურება კონკურენტულია და დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Geonaturegroup@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე