ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: საოცნებო სახლი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"საოცნებო სახლი" ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ თანამშრომელს გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხარ კომუნიკაბელური და გსურს მუშაობა მზარდი ანაზღაურების პერსპექტივით, მშვიდ და მეგობრულ გარემოში, მაშინ ეს ადგილი შენთვისაა.

სამუშაო გრაფიკი:

** 12:00-დან 17:00-მდე (პირველი ერთი თვე — მხოლოდ 5 საათი, შემდეგი თვე — სრული სამუშაო პერიოდი, 6 საათი)
** შესვენება: 40 წთ
** დასვენება: ყოველი შაბათი-კვირა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + მაღალი საბონუსე სისტემა (ბონუსი ყოველი გაყიდული პროდუქტიდან).

ძირითადი მოვალეობები:

** Facebook-გვერდის მართვა, პოტენციურ მომხმარებლებთან ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია
** ჩვენი პროდუქციის (საოჯახო ნივთები) დეტალური გაცნობა
** შეკვეთების გაფორმება და გაყიდვების პროცესის მართვა
** მომხმარებლებთან სიახლეების გაგზავნა სოციალური ქსელების საშუალებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენი გუნდის უპირატესობა:

** სტუდენტებისთვის ხელშეწყობა
** დასვენება კვირაში 2 დღე
** დღეში 6-საათიანი სამუშაო განაკვეთი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: saotsnebosakhli@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე