ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
დისტრიბუციის ოპერატორი - ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის ოპერატორი
მომწოდებელი: კასკო 2015
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
გაყინული ხორცპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია შპს "კასკო 2015" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ოპერატორის თანამდებობაზე (მანდილოსანი).

სამუშაო ადგილი: ქ. ხაშური, სოფ. ცხრამუხა

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი სადისტრიბუციო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და არქივირება;
** ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი და შეჯერება;
** სალარო აპარატთან მუშაობა და სალარო აპარატის ქვითრების აღრიცხვა;
** შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე მუშაობა (RS.ge);
** სადისტრიბუციო პროგრამაში მონაცემების შეყვანა და დისტრიბუტორების ყოველდღიური დატვირთვების მართვა (პროგრამის ცოდნა აუცილებელი არ არის);
** ხელმძღვანელის სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია RS.ge-ზე და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის და Microsoft Word-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. მისამართზე: levani.kikadze@gmail.com ან დარეკოთ 551 255 223.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე