ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - IT Support სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - IT Support სპეციალისტი
მომწოდებელი: აიტიკრაფტი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
ანაზღაურებადი სტაჟირება IT Craft- ში IT Support სპეციალისტის პოზიციაზე.

ITCraft - არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად სრულ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესებს.
ვეძებთ კადრს რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან განვითარებაზე IT სფეროში.

სამუშაოს აღწერა:

** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა;
** სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სკანერების და საბეჭდი სისტემების მხარდაჭერა;
** უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება.
** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბაზისო ცოდნა IT სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00- მდე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე მორიგეობით 15:00 მდე, კვირა დასვენება.

ხელფასი განპირობებულია ცოდნასა და გამოცდილების მიხედვით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გექნებათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Hr@itcraft.ge
აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე