Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: Urban Bistro
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"ურბან ბისტრო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

გაიხსნა ურბან ბისტროს-ის სწრაფი კვების ახალი არტიზანული რესტორანი საბურთალოზე. თუ გაინტერესებს ევროპული სამზარეულო და სასმელები, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი

რას გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ შეფ-მზარეულისგან
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

მოთხოვნები:

** ინტერესი ევროპული სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლიუსია)
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

** მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.)
** სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება
** სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: urbanbistro.food@gmail.com, სათაურის ველში "მზარეულის დამხმარე". განცხადებას უნდა ერთოდეს ფოტოსურათი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე