Робота для біженців з України
მზარეული, მიმტანი, ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული, მიმტანი, ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: სასტუმრო ბათესტა
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
სასტუმრო ბათესტა (Hotel Batesta), რომელიც მდებარეობს გ.კარტოზიას N14-ში აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს სივრცის მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** საუზმის მომზადება
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად;
** სამუშაო სივრცის დასუფთავება;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** მეორე დღის მარაგის მომზადება, მოწესრიგება;
** ინგრედიენტების მარაგის კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო საათები 07:30 საათიდან 15:00 საათამდე
** მეგობრულ და თბილ სამუშაო გარემოს.
** თვეში 15 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hotelbatesta@mail.ru გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მზარეული). დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 64 47 70

2. ჭურჭლის მრეცხავი

ძირითადი მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სამზარეულოში სტანდარტების მიხედვით
** ჭურჭლის დარეცხვა დასუფთავება.
** ჭუჭყიანი იატაკის დასუფთავება და გაწმენდა.
** ყველა აღჭურვილობის, ინვენტარის წმენდა რეცხვა სისუფთავის შენარჩუნება.
** სარეცხი საშუალებების გამოყენება ინსტრუქციის მიხედვით
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო საათები 08:00 საათიდან 14:00 საათამდე
** კვირაში 6 სამუშაო დღე.
** მეგობრულ და თბილ სამუშაო გარემოს.
** ანაზღაურება - 500 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება
ზემოთხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
batestahotel@gmail.com გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("ჭურჭელის მრეცხავი") დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599644770.

3. მიმტანი

ფუნქციები და მოვალეობები:

** დილის საუზმის ორგანიზება/მომზადება
** მოემსახუროს სტუმრებს თავაზიანად,
** პასუხისმგებელია აკონტროლოს და შეინარჩუნოს საუზმის სივრცე სუფთა და
ორგანიზებულ მდგომარეობაში.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო საათები 07:30 საათიდან 14:00 საათამდე
** კვირაში 6 სამუშაო დღე.
** მეგობრულ და თბილ სამუშაო გარემოს.
** ანაზღაურება - 600 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება
ზემოხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
hotelbatesta@mail.ru გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მიმტანი") დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599644770.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე