Робота для біженців з України
ავეჯის ამწყობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის ამწყობი
მომწოდებელი: ოლპრინტჯი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" უკვე მრავალი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს დამკვეთებს მრავალპროფილურ მომსახურებას - უმაღლეს ხარისხით.

ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი გუნდია, რომელიც დაუღალავი შრომით ქმნის ხარისხიან პროდუქციას და ინარჩუნებს უამრავ ლოიალურად განწყობილ მომხმარებელს
გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ წევრს ავეჯის ამწყობის პოზიციაზე, შემდეგი სამუშაო პირობებით:

ძირითადი მოვალეობები:

** ავეჯის აწყობა და მონტაჟი ნახაზის მიხედვით.
** ადგილზე გაზომვები და დეტალების მორგება.
** საჭიროებისამებრ, ელექტრო ინსტრუმენტებთან მუშაობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 1 წელი).
** ნახაზების კითხვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება.
** საკუთარი ინსტრუმენტების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და თვეში ერთი შაბათი
** ანაზღაურება: 2200 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად.
** სამუშაო ადგილი: დიდი ლილო ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 598130 126 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr.allprint@gmail.com კანდიდატების განხილვის ბოლო ვადაა 2026 წლის 26 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე