Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: აქსის გრუპი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
დეველოპერული კომპანია "აქსისი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის თანამდებობაზე.

დეველოპერული კომპანიის პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: https://www.axis.ge და https://www.axistowers.ge

ძირითადი მოვალეობები:

** სტადია პროექტის დამუშავება საქართველოში მოქმედი ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისად
** მოცულობის სუფთა და ზუსტი 3D მოდელირება ArchiCAD-ში
** გეგმარებების მომზადება
** შესათანხმებელი ალბომის მომზადება
** მუშა დოკუმენტაციის მომზადება
** მომიჯნავე პროფესიონალებთან (კონსტრუქტორები, ინჟინრები, დიზაინერები, კონსულტანტები) კომუნიკაცია და კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება

პოზიციის შესაძლებლობები:

** მონაწილეობა მასშტაბურ საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებში
** პროფესიულ განვითარებას ინტეგრირებულ გუნდში

პროგრამული მოთხოვნები

აუცილებელი: ArchiCAD (მაღალ პროფესიულ დონეზე)

სასურველი:

** AutoCAD
** Adobe Creative Suite (Photoshop, Illustrator, InDesign)

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვა
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** ინფორმაციის ანალიზის უნარი

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ:

** 1. რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
** 2. პორტფოლიო PDF ფორმატში (არაუმეტეს 100 MB). პორტფოლიოში სასურველია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ტიპის ნამუშევარი:

** არქიტექტურული პროექტები
** რენდერები
** ნახაზები
** გრაფიკული დიზაინი, დიაგრამები და სხვა

მნიშვნელოვანია: თითოეულ ნამუშევარში მიუთითეთ თქვენი პირადი როლი და წვლილი პროექტში. ასე უკეთ შევაფასებთ თქვენი უნარების მრავალფეროვნებას.

გამოგზავნეთ მისამართზე: HR@axis.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორი - სახელი, გვარი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 ნოემბერი, 2026
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე