Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: არქიტექტურული კომპანია მიდამო
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
არქიტექტურული კომპანია "მიდამო" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება არქიტექტურის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება — მინიმუმ 2 წელი
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, ArchiCAD

ფუნქცია-მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტის მომზადება მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით
** პროექტის მომზადების პროცესში მომიჯნავე სპეციალისტებთან (კონსტრუქტორი, საინჟინრო კომუნიკაციების ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობა
** პროექტის მომზადების პროცესში 41-ე და 732-ე დადგენილებების ექსპერტებთან თანამშრომლობა შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად
** სრულად მომზადებული პროექტის არქიტექტურის სამსახურში ატვირთვა, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება
** სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზებისა და კვანძების შემუშავება
** მასალათა უწყისის მომზადება
** პროექტის საპრეზენტაციო მასალების მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

განაცხადის გამოგზავნა:

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 30 ნოემბრამდე გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელფოსტაზე: info@midamoarchitecure.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან შერჩეული კანდიდატები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე