Робота для біженців з України
სერვისის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის სპეციალისტი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

ტექნიკური ხარვეზების მქონე სწრაფი ჩარიცხვის აპარატისა და მისი დეტალების შეკეთება (დაშლა, აწყობა, გამართვა)

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის ფლობა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან ან/და ციფრულ ელექტრო-ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია შეხება ჰქონდეს ხელსაწყოებთან (ელექტრო ბურღი, კუთხოვანას საჭრელი, პერფერატორი)
** სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** კარგი ფიზიკური მომზადება;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

ხელფასი დარიცხული 1950 ლარი
სამუშაო დრო კვირაში არაუმეტეს 40 საათისა; ორშაბათი-შაბათი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2026 წლის 15 ნოემბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე