Робота для біженців з України
ცვლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: ვი დი ეს
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელები "Dunkin`", "Subway" და "Wendy`s" აცხადებენ ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და ცვლის ეფექტური მართვა;
** რესტორნის გახსნისა და დახურვის ყოველდღიური პროცედურების შესრულება;
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის მაღალი ხარისხის, ეფექტური მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
** სალარო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების ზუსტი დაცვა;
** პროდუქციის მომარაგებისა და დასაწყობების პროცესში ჩართულობა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგის, სწავლებისა და მოტივირების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო/სწრაფი კვების სფეროში;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო / B1 დონე);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის, დელეგირებისა და ლიდერობის უნარი;
** თანამშრომლების მოტივირებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური განაწილება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფ/დინამიურ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** კარიერული და პოზიციური წინსვლის შესაძლებლობას;
** საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ფასდაკლება კვებაზე;
** Fitpass-ით სარგებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://www.app.helio-ai.com/apply/bs7adbyhfbtlucxo?src=jobs.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე