Робота для біженців з України
მძღოლი საკუთარი ავტომობილით - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: ბესტ დისტრიბუშენ
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "Best Distribution" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი;
გრაფიკი და ანაზღაურება: შეთანხმებით;
ბენეფიტი: მუდმივი კორპორაციული ფასდაკლება "კომპანიის" პროდუქციაზე.

გვესაჭიროება მძღოლი საკუთარი მანქანით (დისტრიბუციისთვის გამოსადეგი მანქანა) - ერთი საშტატო ერთეული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის კონტრაგენტებისთვის მიწოდება სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად;
** მაღაზიებიდან თანხის აღება, სალარო ჩეკის ამოღება და სამუშაოს ბოლოს ამოღებული თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანა;
** ამოღებული ჩეკების ბუღალტერიისთვის წარდგენა;
** ავტომობილში ჰიგიენური პირობების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი
** კომუნიკაბელური
** განვითარებაზე ორიენტირებული
** დისციპლინირებული
** პოზიტიური და ენერგიული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: bestdistributiogeorgia@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, ან დარეკეთ ნომერზე, ტელ: 595 39 91 77

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე