Робота для біженців з України
ტანსაცმლის ქიმწმენდის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტანსაცმლის ქიმწმენდის ოპერატორი
მომწოდებელი: OXID
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"OXID" ქიმწმენდა აცხადებს ვაკანსიას ტანსაცმლის ქიმწმენდის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, მელიქიშვილის 113ბ

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ტანსაცმლის დამუშავება და წმენდისთვის მომზადება;
** ტანსაცმლის დახარისხება ქსოვილის ტიპის მიხედვით;
** გარეცხილი ტანსაცმლის მოწესრიგება და დაუთოება;
** ტანსაცმლის ხარისხის შემოწმება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაგვიკავშირდით: 598 03 48 48 ან გამოგვიგზავნეთ CV: laundryoxid@gmail.com

შემოუერთდით "OXID"-ის გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე