Робота для біженців з України
ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი - 40 საათი პროფესიული განვითარებისთვის - თეორიიდან პრაქტიკამდე

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" გთავაზობთ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას დამწყები და მომავალი ქცევითი თერაპევტებისთვის.

კურსის ფარგლებში განხორციელდება:

** რეალურ თერაპიულ პროცესზე დასწრება და დაკვირვება;
** თერაპიული სტრატეგიებისა და სწავლების მეთოდების გაცნობა;
** ქცევითი მონაცემების აღრიცხვის პრაქტიკის გაცნობა;
** ინდივიდუალური პროგრამებისა და მიზნების განხორციელებაზე დაკვირვება;
** სესიების განხილვა და პროფესიული უკუკავშირის მიღება.

კურსი საჭიროების შემთხვევაში შეიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ საათებს.

მონაწილეობის წინაპირობა: ABA-ს საბაზისო 40-საათიანი კურსის (ABA Basics) წარმატებით გავლის სერტიფიკატი.

ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულებისა და საბოლოო შეფასების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დასაქმების შესაძლებლობა: შეფასებისა და შერჩევის საფუძველზე, განიხილება ცენტრში დასაქმების შესაძლებლობაც.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ, დიმიტრი უზნაძის 68;
** ხანგრძლივობა: 4-6 კვირა;
** ღირებულება: 400 ლარი.

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) და ABA-ს საბაზისო 40-საათიანი კურსის (ABA Basics) წარმატებით გავლის სერტიფიკატი. შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი".

ისწავლე. დააკვირდი. განავითარე პროფესიული უნარები!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე