Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწე
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად;
** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი);
** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:

** განათლება - საშუალო;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე.

რას გთავაზობთ:

** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** კონკურენტული ანაზღაურება - 1360 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 1450 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი);
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება;
** კვება.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com 26 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე