Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
ჰოლდინგური კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

https://goldway.com.ge/
https://www.facebook.com/goldwayco

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება : ფიქსირებულ ხელფასი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** რეკრუტინგის ციკლის დაგეგმვა/მართვა:
** Onboarding/Offboarding- პროცესის მართვა
** კომპანიის HRM პროცესების განხორციელება;
** სხვადასხვა ტიპის ელექტრონული/მატერიალური ბრძანებების: დანიშვნის, გათავისუფლების, პოზიციის ცვლილების, ხელფასის ცვლილების, შვებულების, დეკრეტულ შვებულებაში გასვლა/შეწყვეტა/გაგრძელების, დისციპლინარული საქმეების ადმინისტრირება;
** თანამშრომლების სამუშაო განრიგების ადმინისტრირება, კონტროლი; 
** კომპანიის თანამშრომლების ტრენინგების და წახალისების დაგეგმვა/მართვა.
** შეფასების სისტემების დანერგვა და მართვა;
** სახელფასო უწყისზე მუშაობა (Payroll)
** თანამშრომლებისთვის სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ბენეფიტების ადმინისტრირება:
** კომპანიის ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;  
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: https://buildsmart.ge/job-apply/hr-manager/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან hello@goldway.com.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "HR მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე