Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: იტალიური რესტორანი რენე
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
იტალიური რესტორანი "რენე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ჩვენი გუნდისთვის ენერგიულ, პოზიტიურ და შრომისმოყვარე წევრებს.

გრაფიკი: შეთანხმებით, შესაძლებელია როგორც 5/2-ზე, ასევე 2/2-ზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა;
** სერვისის მაღალი სტანდარტების მიხედვით მაგიდის მომსახურება;
** მენიუს სრულფასოვნად ცოდნა და საჭირო რეკომენდაციების გაცემა;
** მაგიდებისა და ჭურჭლის მოწესრიგება;
** მყუდრო და მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება სტუმართან;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** 2 წელზე მეტი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ხელფასს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ღამის სმენის შემდეგ სახლში ტაქსით გაშვებას;
** მეგობრული და კომფორტული გარემოს;
** პროფესიული განვითარებას;
** ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@renetbilisi.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე