Робота для біженців з України
სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
მაღალი შეფასების მქონე საოჯახო ტიპის 11 ნომრიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, ესაჭიროება სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი (ადმინისტრატორი).

მუშაობა ცვლაში: სამ დღეში ერთხელ, 24 საათის განმავლობაში, დილის 10.00 საათიდან მომდევნო დღის 10.00 საათამდე. ოპერატორის სამუშაო ადგილის გვერდით არსებობს მოსასვენებელი ოთახი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: support@hotelmziuri.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 595099977.

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება სასტუმროში, სტანდარტების შესაბამისად;
** ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ქალაქის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** ჯავშნების მართვა და სტუმრების მოთხოვნების ეფექტურად დაკმაყოფილება;
** გადახდებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** სტუმრების უკუკავშირის მიღება და პრობლემების დროული გადაჭრა.

მოთხოვნები: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ფლობდეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს და ერკვეოდეს საოფისე პროგრამებში.

პერსონალური უნარ ჩვევები: დეტალებისადმი ყურადღებიანობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდურ შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა; კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა; ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები: ანაზღაურება: 1100 ლარი.

ენები: ინგლისური, რუსული, ქართული

ელფოსტა: info@hotelmziuri.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე