Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: CLC Elevator
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
კომპანია "CLC Elevator • სი ელ სი" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟისა და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2025 წლებში დაჯილდოებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3500-ზე მეტი პროექტის საფუძველზე "CLC" ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში!

ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან!

კომპანია "სი ელ სი" კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ეძებს ამ სფეროში გამოცდილ კადრს.

პოზიციის აღწერა:

** ლოკაცია: გელა გოგიშვილის ქუჩა N10, თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე;
** სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით + საბონუსე სისტემა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება - პოტენციურ კლიენტებთან პირველი კონტაქტის დამყარება, ინტერესის გაღვივება და კომპანიის პროდუქტის/სერვისის შეთავაზება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის მოძიება, გაფართოება და მუდმივი განახლება სხვადასხვა არხის გამოყენებით (სოციალური ქსელები, რეკომენდაციები, ბაზრის მონიტორინგი და სხვ.);
** შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ კლიენტებთან - პრეზენტაციის ჩატარება, საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზების მომზადება;
** პირისპირ გაყიდვების განხორციელება - მოლაპარაკებების წაყვანა, ფასის შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმების მხარდაჭერა;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი - გაყიდვების ტენდენციების დაკვირვება და შესაძლებლობების გამოვლენა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური აქტივობების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
** გუნდის მიზნებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** MS office -ის კარგ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** არსებული ვაკანტური პოზიციისთვის შესაძლებელია უპირატესობა მიენიჭოს ქალ კანდიდატებს.

"CLC Elevator" გთავაზობთ:

** მრავლისმომცველ ტრენინგს ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის ხარჯს სამსახურებრივ მარშრუტებზე;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrclcelevator@gmail.com

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "სი ელ სი" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე