"საქართველოს კინოლოგიური აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მობილოგრაფი / კონტენტ-კრეატორი / SMM
სამუშაო გრაფიკი და ფორმატი:
** საველე გადაღებები: კვირაში 3 დღე (ინდივიდუალური გასვლები ლოკაციებზე, პარკებში, ქალაქის გარემოში და ჯგუფურ ვარჯიშებზე);
** დამატებითი გადაღების დღე: საჭიროების შემთხვევაში (იშვიათად), შესაძლებელია დაემატოს გადაღების 1 დღე, რომელიც ანაზღაურდება დამატებითი ბონუსით;
** პოსტ-პროდაქშენი და მართვა: დისტანციურად (მონტაჟი, ტექსტების მომზადება, სოციალურ ქსელებში განთავსება).
ძირითადი მოვალეობები:
კადრების დაჭერა და საველე გადაღება:
** აკადემიის ყველა ახალი მოსწავლის პირველი შეხვედრის/დიაგნოსტიკის სავალდებულო დაფიქსირება;
** ძაღლების წვრთნისა და ქცევის კორექციის პროცესის დინამიკური გადაღება;
** ჯგუფური ვარჯიშებისა და სოციალიზაციის პროცესის ენერგიული კადრების გადაღება;
** სპორტული, სწრაფი და ემოციური მომენტების დაჭერა უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქტორის მითითებების სრული დაცვით.
ვიდეომონტაჟი და კონტენტის წარმოება:
** ყოველდღიური აქტივობა: სთორი (Stories), რილსი (Reels) და პოსტი ყოველდღიურად - ძირითადი მასალის სწორი ადაპტაციითა და ფორმატირებით კონკრეტული პლატფორმის აუდიტორიაზე (Instagram, TikTok, Facebook);
** YouTube Shorts: კვირაში 3 დასრულებული ვიდეო რგოლი;
** YouTube Full Video: თვეში 2 სრული ფორმატის ვიდეო (ქეისების დეტალური ისტორიები, ვლოგები, საგანმანათლებლო ვიდეოები);
** დინამიკური ჭრა, ფერთა კორექცია, სუფთა ხმის დამუშავება, ეფექტური სათაურების (Hooks), ქართული გამართული სუბტიტრებისა და თემატური მუსიკის შერჩევა.
სოციალური მედიისა და ვებგვერდის მართვა:
** კონტენტ-კალენდრის შედგენა და წარმოება;
** დამზადებული მასალის განთავსება პლატფორმებზე: Instagram, Facebook, TikTok, YouTube;
** გამართული ქართული აღწერების (Captions), სწორი ჰეშთეგებისა და სათაურების შედგენა;
** აკადემიის ვებგვერდზე ახალი ვიზუალური მასალის (ფოტო/ვიდეო), საინფორმაციო ბლოგ-პოსტებისა და მიმდინარე სიახლეების პერიოდულად ატვირთვა, ვიზუალური განახლება და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დინამიკური ვიდეოების პორტფოლიო სავალდებულოა);
** საკუთარი სამუშაო ტექნიკის ფლობა (მაღალი გარჩევადობის სმარტფონი ან კამერა, სტაბილიზატორი, უსადენო მიკროფონი; დრონის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** სამონტაჟო პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (CapCut, Premiere Pro, DaVinci Resolve ან მსგავსი);
** ძაღლებთან ურთიერთობის კომფორტი, სიმშვიდე და უშიშროება - სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ჯიშისა და ქცევის მქონე ძაღლებთან შეხვედრას;
** მობილურობა და ლოკაციებზე დამოუკიდებლად გადაადგილების მზადყოფნა.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2, 600₾ - 3, 000₾ (მზარდი სისტემით: საწყისი ანაზღაურება - 2, 600₾, ყოველთვიური გარანტირებული მატება +100₾ სამუშაო დისციპლინისა და შედეგების მიხედვით, 3, 000₾-მდე);
** ბონუსი: იშვიათი საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გადაღების დღეზე ცალკე ბონუს ანაზღაურება;
** დინამიკურ, საინტერესო სამუშაო პროცესს და შემოქმედებით თავისუფლებას კონტენტის დაგეგმვისას;
** (შენიშვნა: პოზიცია არ ითვალისწინებს ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების ანაზღაურებას).
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო/ნამუშევრების ბმულები (განსაკუთრებით ვიდეო რგოლები) ელფოსტაზე: georgiancynologicalacademy@gmail.com
|