Робота для біженців з України
სამოქალაქო სამართლის იურისტი უძრავი ქონების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამოქალაქო სამართლის იურისტი უძრავი ქონების მიმართულებით
მომწოდებელი: არქიტექტონი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"არქიტექტონი" აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო სამართლის იურისტის პოზიციაზე, უძრავი ქონების მიმართულებით.

ვეძებთ იურისტს, რომელიც იმუშავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კერძოსამართლებრივ საკითხებზე — ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებიდან და გარიგებების მომზადებიდან, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხებისა და დავების მართვამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა და კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შეფასება, მათ შორის საკუთრების უფლების, თანამესაკუთრეობის, რეგისტრირებული ვალდებულებების, იპოთეკის, ყადაღის, სერვიტუტისა და სხვა უფლებრივი შეზღუდვების ანალიზი;
** უძრავი ქონების შეძენამდე ან გასხვისებამდე სამართლებრივი კვლევის (Legal Due Diligence) განხორციელება და სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება;
** ნასყიდობის, წინარე ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, იჯარის/ქირავნობის, სარგებლობის, ნარდობის, მომსახურების, სესხის, იპოთეკისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების მომზადება, შემოწმება და სამართლებრივი შეფასება;
** დეველოპერსა და უძრავი ქონების მყიდველებს შორის გასაფორმებელი წინარე და ძირითადი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი კონტროლი;
** მესაკუთრეებსა და ინვესტორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეთანხმებების სამართლებრივი ფორმირება;
** უძრავი ქონების თანამესაკუთრეობასთან, ქონების გაყოფასთან, საზიარო უფლების გაუქმებასთან, სარგებლობის წესის განსაზღვრასთან და სხვა სანივთო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული საქმეების წარმოება;
** საკუთრების უფლების დაცვასთან, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვასთან, საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა სამოქალაქო დავების წარმოება;
** სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევასთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან, ზიანის ანაზღაურებასთან, პირგასამტეხლოსა და სხვა სამოქალაქო მოთხოვნებთან დაკავშირებული საქმეების სამართლებრივი მართვა;
** კლიენტის ინტერესების დაცვა წინასასამართლო მოლაპარაკებებისა და დავის მორიგებით დასრულების პროცესში;
** სარჩელების, შესაგებლების, სააპელაციო საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
** სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და კლიენტების წარმომადგენლობა შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში;
** უძრავ ქონებაზე უფლებების, ვალდებულებებისა და შესაბამისი გარიგებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** სანოტარო და სარეგისტრაციო პროცედურებისთვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** მიმდინარე საქმეების, საპროცესო და სახელშეკრულებო ვადების კონტროლი;
** სამოქალაქო და უძრავი ქონების სამართლის მიმართულებით კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და საჯარო რეესტრთან დაკავშირებული კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** სანივთო, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** ხელშეკრულებებისა და საპროცესო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
** სამართლებრივი კვლევის, ინფორმაციის ანალიზისა და დასაბუთებული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი;
** სასამართლო პრაქტიკის მოძიებისა და ანალიზის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტთან პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე საქმის პარალელურად ეფექტურად მართვის უნარი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: architectongeorgia@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში მიუთითოთ: "სამოქალაქო სამართლის იურისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე