Робота для біженців з України
საწარმოს დასუფთავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს დასუფთავების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
"ნუტრიმაქსი" საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
ანაზღაურება - 1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი (09:00-16:00); შაბათი (09:00-14:00)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები შემდეგ ბმულზე: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/cxK0h
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე