Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
კომპანია "სფეის კარგო" ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: მცირე და საშუალო ბიზნესის (B2B) მომსახურებას და საცალო მომხმარებლების (B2C) მომსახურებას.

პოზიციის მიზანი:

კომერციული დირექტორი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის კომერციული სტრატეგიის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვაზე, ბიზნესის განვითარებასა და ფინანსური შედეგების ანალიზზე, კომპანიის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და შედეგების შეფასება.
** გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებების მართვა და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესება.
** შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი; გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
** ტარიფების, კომერციული შეთავაზებებისა და ფასდაკლებების შეფასება კომპანიის ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით.
** ახალი კლიენტების, ბაზრებისა და ბიზნესგანვითარების შესაძლებლობების მოძიება.
** მსხვილ კლიენტებთან და პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის განვითარება.
** კომერციული შედეგების მონიტორინგი და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში.
** ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** გაყიდვების, კომერციული მიმართულების ან ბიზნესის განვითარების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** ფინანსური და კომერციული მონაცემების ანალიზის უნარი.
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებისა და გუნდის მართვის გამოცდილება.
** მოლაპარაკებების წარმოებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

განაცხადის მიღება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე: hr@spacecargo.ge.

ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: კომერციული დირექტორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე