ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით თბილისში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება: 2400-3000 ლარი (გამომუშავებით)- ტარიფი: ყოველ აღებულ/ჩაბარებულ მისამართზე 3 ლარი
** მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ.64
** სამუშაო არეალი: დიღომი, გლდანი - ნაძალადევი, დიდუბე - ჩუღურეთი, ვაკე-საბურთალო.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი ეკონომიური ტიპის ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ
ელ-ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით თბილისში" ან შეავსოთ აპლიკაციის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/cb03788521a5a03a629487df6e8bfbe4
|