Reed Hotel Tbilisi — ორთაჭალაში მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკ-ტიპის სასტუმრო ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ ადამიანს საუზმის მზარეულის პოზიციაზე!
თუ გიყვართ გემრიელი კერძების მომზადება, ესთეტიკურად გაფორმება და სტუმრებისთვის სასიამოვნო დილის შექმნა, შემოგვიერთდით ჩვენს გუნდში!
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქ. 15 https://g.co/kgs/YaR4pv
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 07:00-16:00
** ანაზღაურება: 1400 ლარი
** კვებით უზრუნველყოფა
** უნიფორმით უზრუნველყოფა
** დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნოლოგიური ბარათებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კერძების მომზადება;
** ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება;
** კერძებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლი;
** კერძებისა და საუზმის მაგიდის მიმზიდველი და მოწესრიგებული წარდგენა;
** მიღებული პროდუქტების დახარისხება და სწორად შენახვა;
** სამზარეულოში არსებული პროდუქტებისა და მარაგების ეფექტიანად გამოყენება;
** სამუშაო სივრცის, დანადგარებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენარჩუნება;
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
** სამზარეულოს მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კულინარიის მიმართულებით პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@reedtbilisi.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება საუზმის მზარეული ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 549 152.
|