Робота для біженців з України
პრომო-მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო-მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პრომოს პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი ამოცანები:

** შეკვეთების დახვედრა და სარეალიზაციო თაროზე განთავსება;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და გაცნობა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების მონიტორინგი/აღრიცხვა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში არაუმეტეს 30 სამუშაო საათი.
** სამუშაო საათები: 15:00-21:00
** სამუშაო ადგილი: სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე, კანდიდატთან შეთანხმებით.

სასურველია უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 595 895 418 ან გამოგზავნეთ ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე