Робота для біженців з України
მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კოლეჯი ბლექსი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
ორგანიზაცია სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მისამართი - ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქ. N92ა
თანამდებობრივი სარგო - 1, 170 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს კოლეჯის ბალანსზე რიცხულ მიკროავტობუსისა და მსუბუქი სამორიგეო ავტომობილის უსაფრთხო მართვას;
** საგზაო მოძრაობის წესებისა და მგზავრთა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით მართავს სატრანსპორტო საშუალებებს;
** ექსპლუატაციის წესების შესაბამისად უვლის სატრანსპორტო საშუალებებს;
** ინარჩუნებს სატრანსპორტო საშუალებების სისუფთავესა და ტექნიკურ გამართულობას;
** აწარმოებს მგზავრობის რეესტრსა და საწვავის ხარჯის აღრიცხვას და დოკუმენტაციას წარუდგენს ფინანსურ სამსახურს;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრასა და გადაადგილებას;
** უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სამორიგეო ავტომობილით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - სტუდენტებისა და თანამშრომლების ტრანსპორტირებას მიკროავტობუსით;
** ლოჯისტიკის მენეჯერის მითითებით, უზრუნველყოფს მომწოდებლებისგან მიღებული ინვოისების წარმოდგენას კოლეჯში, შესყიდული საქონლის ტრანსპორტირებას კოლეჯში, დოკუმენტებისა და მოწყობილობების ტრანსპორტირებას კოლეჯის ობიექტებს შორის და სხვა დანიშნულების ადგილებამდე
** ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და კოლეჯის შიდა აქტებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
** ასრულებს კოლეჯის დირექტორისა და ლოჯისტიკის მენეჯერის კომპეტენციის ფარგლებში მიცემულ სხვა დავალებებს.
** უზრუნველყოფს კოლეჯის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება B, D კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.
** მუშაობის გამოცდილება: აუცილებელია ავტომობილის მართვის მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები

** განცხადების გადარჩევა
** მოტივაციური გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების პერიოდი - 26.10.2026 - 13.11.2026

კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე