Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** ყოველდღიურად მიღებული შეკვეთების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქციის მითვლა და დატვირთვა;
** დღის მანძილზე მარშრუტით განსაზღვრული შეკვეთების ობიექტზე უსაფრთხოდ, დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
** მიტანილი პროდუქციის ობიექტისთვის მითვლა და სისწორის დადასტურება;
** ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის ადგილზე მითვლა და საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ავტომანქანის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივ რეჟიმში კონტროლი;
** მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობის B კატეგორია;
** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1, 800 ლარი (NET);
** კომპანია უზრუნველყოფს და ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 595 895 418 ან გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge

ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე