Робота для біженців з України
ფილიალის დიასახლისი - დიღომი, ვაკე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის დიასახლისი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი" - სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.

კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის დიასახლისის პოზიციაზე.

ლოკაცია: დიღომი ან ვაკე (ორ ფილიალშია ვაკანსია)
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1100 ლარი

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS

აუცილებელი მოთხოვნა:

აღნიშნული მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება;

მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსასვლელის და შიდა დარბაზის მოწესრიგება;
** სველი წერტილის მოწესრიგება;
** ოთახების მოწესრიგება საჭიროებისამებრ;
** დარბაზში იატაკის და გასახდელების მოგვა/მოსუფთავება.

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დიასახლისი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე