Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Premium Parts
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
** დამატებით ბონუსურ სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@pp.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე