Робота для біженців з України
პროდუქტის მფლობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მფლობელი
მომწოდებელი: BUYAUTOSELL
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"BUYAUTOSELL" (buyautosell.com) არის გლობალური ავტომობილების მარკეტპლეისი, რომელიც აერთიანებს მყიდველებს, გამყიდველებს, დილერებს, ლოჯისტიკურ კომპანიებსა და ინვესტორებს ერთ პლატფორმაზე. პლატფორმა უკვე მუშაობს ოთხ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული, ჩინური) და მოიცავს:

** განცხადებების მარკეტპლეისს ვერიფიცირებული დილერებით
** დილერის CRM-ს, ლიდებისა და გაყიდვების მართვას
** ლოჯისტიკის, განბაჟებისა და ტრანსპორტირების სრულ ციკლს
** ფინანსების, ფაქტორინგისა და ესკროუ გარიგებების ინსტრუმენტებს
** BASI-ს — ჩვენს საკუთარ AI ასისტენტს (ჩატი, ხმოვანი რეჟიმი, ბაზრის კვლევა)
** ვებ-აპლიკაციას (PWA) და Android აპლიკაციას

ჩვენ ვაშენებთ პროდუქტს, რომელიც ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის მთელ გზას, ძებნიდან გარიგების დასრულებამდე, ერთ სივრცეში აერთიანებს.

რას გააკეთებ:

** პროდუქტის roadmap-ის ფორმირება და პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნეს-მიზნებიდან გამომდინარე
** მომხმარებლების (მყიდველები, დილერები, ლოჯისტები, ინვესტორები) საჭიროებების კვლევა და მათი გამოცდილების გაუმჯობესება
** ახალი ფუნქციების აღწერა: მოთხოვნები, user story-ები, მიღების კრიტერიუმები
** განვითარების გუნდთან ყოველდღიური მუშაობა: backlog-ის მართვა, სპრინტების დაგეგმვა, დედლაინების კონტროლი
** პროდუქტის მეტრიკების განსაზღვრა და მონიტორინგი (აქტივაცია, კონვერსია, retention)
** AI ფუნქციების (BASI) განვითარების მიმართულების ჩამოყალიბება
** კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი

ვის ვეძებთ:

** 2+ წლის გამოცდილება პროდუქტ ოუნერის ან პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე
** ციფრული პროდუქტის სრულ ციკლზე (იდეიდან გაშვებამდე) მუშაობის გამოცდილება
** backlog-ის მართვისა და რეპორტინგის გამოცდილება
** ანალიტიკური აზროვნება: გადაწყვეტილებების მიღება მონაცემებზე დაყრდნობით
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ცოდნა
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაციის უნარი

შენი უპირატესობა იქნება:

** მარკეტპლეისის ან e-commerce პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება
** AI ფუნქციების პროდუქტში ჩაშენების გამოცდილება
** ავტოინდუსტრიის ან ლოჯისტიკის სფეროს ცოდნა

რას გთავაზობთ:

** რეალურ გლობალურ პროდუქტზე მუშაობას
** პირდაპირ გავლენას პროდუქტის მიმართულებების განსაზღვრასა და პროდუქტის განვითარებაზე
** თანამედროვე ტექნოლოგიურ სტეკს და AI-ზე აგებულ პროდუქტს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილებიდან გამომდინარე)

როგორ მოგვმართო

განაცხადის გასაკეთებლად, გადადით საიტზე: https://shorturl.at/WUuHR
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე