Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი/საიტის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი/საიტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ენერჯი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
ონლაინ-მაღაზია ეძებს უნივერსალურ თანამშრომელს, რომელიც შეითავსებს ვიზუალური კონტენტის შექმნასა და ვებ გვერდის/საიტის ადმინისტრირებას. ნახევარი განაკვეთი დაეთმობა გრაფიკას ხოლო დღის მეორე ნახევარი საიტის ადმინისტრირებას.

ვაკანსიის სათაური: საიტის ადმინისტრატორი/ გრაფიკული დიზაინერი

ძირითადი მოვალეობები:

გრაფიკული დიზაინი:

** სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram) სარეკლამო ბანერებისა და პოსტების ვიზუალების მომზადება.
** ვებ-საიტისთვის მთავარი ბანერების, აქციებისა და ფასდაკლებების ვიზუალური გაფორმება.
** პროდუქციის ფოტოების დამუშავება (ფონის ჩანაცვლება/გასუფთავება, ზომების სტანდარტიზაცია).
** ვებ-საიტის ადმინისტრირება (კონტენტ მენეჯმენტი):
** საიტზე ახალი პროდუქციის დამატება, ფასების, ტექნიკური მახასიათებლებისა და აღწერილობების მოძიება, ორგანიზება და ატვირთვა
** მარაგების კონტროლი საიტზე და ინფორმაციის აქტუალურობის უზრუნველყოფა.
** ბლოგ-პოსტებისა და სიახლეების ატვირთვა საიტის ადმინ-პანელში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Illustrator) გამართულად ფლობა.
** CMS სისტემებთან (Wordpress/WooCommerce, Shopify ან მსგავსი ადმინ-პანელი) მუშაობის გამოცდილება სასურველია
** ქართული ენის გამართული გრამატიკა და მართლწერა (პროდუქტის აღწერების დასაწერად).
** დეტალებისადმი ყურადღება და პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი

როგორ მოგვმართოთ: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელ-ფოსტაზე: hr@ener.ge სათაურის ველში მიუთითეთ: საიტის ადმინისტრატორი/ გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე