ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მორიგე ექთნის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ექთნის დამხმარე
მომწოდებელი: წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 22 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიულ ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გივი ჟვანიას ქ. N15
დასახელება: მორიგე ექთნის დამხმარე

სამუშო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (24 საათი)

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს;
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტთა საექთნო პროცესებში მონაწილეობა;
** არსებული ასეპტიკა-ანტისეპტიკის ნორმების დაცვა;
** პაციენტის ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა;
** ექთნის დახმარება სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის დროს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექთნო მიმართულებით შესაბამისი პროფესიული განათლება;
** მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საჭიროების შესაბამისად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "ექთანის დამხმარე" ან დარეკოთ ნომერზე: 599373456
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე