19 ნომრიანი სასტუმრო ავლაბარში აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: ავლაბარი, ელენე ახვლედიანის აღმართი;
სამუშაო დრო: საღამოს 9:00-დან დილის 9:00-მდე;
გრაფიკი: 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება.
ძირითადი მოვალეობები:
** ჯავშნების მონიტორინგი სხვადასხვა პლატფორმაზე. ახალი ჯავშნების პროგრამაში შეყვანა;
** სტუმრებთან კომუნიკაცია როგორც პირადად ასევე ვოთსაპის, მეილის, ტელეფონის საშუალებით;
** სტუმრების დაბინავება, მათ საჭიროებებზე რეაგირება;
** სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და სწორი პროგრამული ასახვა;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება.
მოთხოვნები:
** პუნქტუალური, კეთილგანწყობილი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია fina-ში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.
კომპანია გთავაზობთ: კვებით უზრუნველყოფას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office@rentalhub.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|