Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Car Park Rustavi
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
"Car Park Rustavi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი ავტოსალონი მომხმარებლებს 300-ზე მეტი ავტომობილის ფართო არჩევანს სთავაზობს. ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც გუნდთან ერთად გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვას შეძლებს.

სამუშაო ადგილი: რუსთავი, Car Park Rustavi
სამუშაო საათები: 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების წარდგენა;
** გაყიდვების პროცესის მართვა და პოტენციურ მყიდველებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლებისთვის ავტომობილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი და პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მოტივაცია;
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კანდიდატი იყოს რუსთავიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: carparkrustavi@gmail.com

შემოგვიერთდი "Car Park Rustavi"-ის გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე