რესტორანი "Grape Wine & Kitchen" ეძებს აქტიურ და კომუნიკაბელურ პრომოუტერს ტურისტების მოსაზიდად.
სამუშაო მოვალეობები:
** თბილისის ძველ/ტურისტულად აქტიურ უბნებში ტურისტებთან კომუნიკაცია და რესტორანში სტუმრობის შეთავაზება;
** ტურისტებისთვის რესტორნის, მენიუსა და შეთავაზებების გაცნობა;
** სარეკლამო მასალების (ფლაერების) დარიგება ტურისტებისა და გიდებისთვის;
** რესტორნის რეკომენდაცია პოტენციური სტუმრებისთვის და ახალი სტუმრების მოზიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა;
** კომუნიკაბელურობა და ტურისტებთან ურთიერთობის უნარი;
** აქტიურობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და თავაზიანობა.
სამუშაო პირობები:
** მუშაობის ფორმატი: დისტანციური, ქალაქის სხვადასხვა ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე;
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
** ანაზღაურება: მოყვანილი თითოეული სტუმრის ჩეკის თანხის 10%.
თუ ხართ კომუნიკაბელური, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და შეგიძლიათ ტურისტების დაინტერესება, მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 88 44 72
გისურვებთ წარმატებას!
|