Робота для біженців з України
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ზოოსითი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

"ზოოსითი" წარმოადგენს ყველაზე დიდ ზოომაღაზიათა ქსელს საქართველოში და ამჟამად წარმოდგენილია (თბილისი - რუსთავი - ბათუმი) 41 მაღაზიით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი პირველი 3 თვე, მეოთხე თვიდან 1800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა;
** დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემების განახლება;
** შვებულებების და სხვა საკადრო საკითხების ადმინისტრირება;
** HR პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელობისთვის საჭირო HR ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მახასიათებლების მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** HR მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** შრომის კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
** დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr.zoocity@gmail.com. ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR სპეციალისტი.

გაცნობებთ, რომ შპს "აქვა-ტერრას" (ს/ნ 206118510) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე