Робота для біженців з України
მორიგე ექიმი-ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ექიმი-ლაბორანტი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში.

გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური ლაბორატორიული მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების მიხედვით;
** ლაბორატორიული მანიპულაციების შესრულება;
** ლაბორატორიული დოკუმენტაციის შესრულება;
** კლინიკის შიდა ლაბორატორიულ განათლებაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა სტანდარტების შესრულება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო განრიგი: მორიგე — ორ დღეში ერთხელ 16-საათიანი მორიგეობა, დასვენების დღეებში 24-საათიანი მორიგეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge

თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე